ავტორიზაცია

"ლივერპული ამაზე მაღლა დგას", - გულშემატკივარმა გვარდიოლას ერთ-ერთ თანაშემწეს შეაფურთხა

"ლივერპული ამაზე მაღლა დგას", - გულშემატკივარმა გვარდიოლას ერთ-ერთ თანაშემწეს შეაფურთხა
თარიღი 03 ოქტ 2021, 23:54

„მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპულთან“ მათი გუნდის ქომაგების საქციელის გამო დაიჩივლა. 

როგორც ირკვევა, „წითლების“ ერთ-ერთმა ქომაგმა „მანჩესტერ სიტის“ სამწვრთნელო შტაბის წევრს შეაფურთხა.

პეპ გვარდიოლას აზრით, „ლივერპული“ დამნაშავეს აუცილებლად დასჯის.

„ხალხისგან გავიგე, რომ ჩვენი ერთ-ერთი წევრი არასასიამოვნო ეპიზოდში გაეხვა. თუმცა, კონკრეტულად არაფერი არ ვიცი, რადგან ფოტო არ მინახავს.

დარწმუნებული ვარ, რომ „ლივერპული“ ამ ადამიანის წინააღმდეგ იმოქმედებს, თუ ეს ყველაფერი მართალია. 

„ლივერპული“ ასეთ ქცევაზე მაღლა დგას. ამ კლუბით ჩემს აღტაცებას ვერაფერი შეცვლის.“ - აღნიშნა პეპმა.