ავტორიზაცია

"თავდაპირველად, სწორედ ბარსელონაში გადასვლაზე ვფიქრობდი", - ვეინალდუმი

"თავდაპირველად, სწორედ ბარსელონაში გადასვლაზე ვფიქრობდი", - ვეინალდუმი
თარიღი 04 Oct 2021, 10:27

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა განაცხადა, რომ "ლივერპულში" დარჩენა უნდოდა, მაგრამ კლუბმა მისი შენარჩუნება არ მოინდომა.

"რამდენიმე თვის წინ, "ლივერპულში" დარჩენა მინდოდა, მაგრამ დეტალებში რომ არ ჩავეძიო, ვერ ვიგრძენი, რომ კლუბს ჩემი შენარჩუნება უნდოდა. ასეთ შემთხვევაში, წინსვლა უნდა განაგრძო".

"ბარსელონას" ვარიანტი გამომიჩნდა და გახარებული ვიყავი, რადგან ბევრი ჰოლანდიელი ფეხბურთელის მსგავსად, ამ კლუბში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი".

"ბარსელონაში" გადასვლა მინდოდა, მაგრამ მოლაპარაკებები გაიწელა, შემდეგ კი "პსჟ"-სგან მივიღე წინადადება, რომელმაც დაამტკიცა, რომ ჩემი ხელში ჩაგდება უნდოდა და მივხვდი, დადგა დრო საკუთარი თავი სხვაგან მომესინჯა", - ციტირებს ვეინალდუმის სიტყვებს L'Equipe.

30 წლის ჰოლანდიელი "ლივერპულის" ღირსებას 2016 წლიდან 2021 წლამდე იცავდა. 2021 წლის ივლისში ვეინალდუმი თავისუფალი აგენტის სტატუსით "პსჟ"-ს შეუერთდა.