ავტორიზაცია

"რონალდუს სკამზე დატოვება ჩემთვის გაუგონარია", - ფერდინანდმა სოლსკიაერს შეუტია

"რონალდუს სკამზე დატოვება ჩემთვის გაუგონარია", - ფერდინანდმა სოლსკიაერს შეუტია
თარიღი 04 ოქტ 2021, 12:42

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა მწვავედ გააკრიტიკა თავისი ექს-გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი:

"ხუთ შეხვედრაში გატანილი ხუთი გოლით, რონალდუ მანჩესტერის საუკეთესო ბომბარდირია. ჩემთვის გაუგონარია, თუ რატომ დატოვა ის სოლსკიაერმა სათადარიგოთა სკამზე.

წარმოიდგინეთ, იგივე რომ გაეკეთებინა მან სიტის ან ტოტენჰემს, როდესაც აგუერო და კეინი საუკეთესო ფორმაში იქნებოდნენ. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის სკამზე დატოვება კარგი არასდროს არის.

დიახ, პორტუგალიელი თავდამსხმელი ასაკშია, თუმცა ევერტონთან შეხვედრა იყო უიკენდზე და არა შუა კვირაში. ამის გარდა, მას ნაკრებში ელის იოლი გასეირნება ყატართან და ლუქსემბურგთან, რაც ძალების დაზოგვის მცდელობას გამორიცხავს".

შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" საკუთარ კედლებში ლივერპულელებთან ითამაშეს ფრე, 1:1. "მანკუნიანელების" ვეტერანი ფორვარდი თამაშში ჩაერთო 57-ე წუთზე, მაგრამ 3 ქულის მოტანა თავისი გუნდისთვის მან ვერ შეძლო.