ავტორიზაცია

ის, რაც გააკეთა რონალდომ შორეულ 1997 წელს - ჯეკომ ფენომენის მიღწევა გაიმეორა

ის, რაც გააკეთა რონალდომ შორეულ 1997 წელს - ჯეკომ ფენომენის მიღწევა გაიმეორა
თარიღი 04 ოქტ 2021, 13:01

სერია ა-ს განვლილ ტურში შეცვლაზე შემოსულმა ედინ ჯეკომ მილანის "ინტერს" "სასუოლოსთან" გამარჯვება მოუტანა. ბოსნიელმა თავდამსხმელმა პირველივე შეხებით გაათანაბრა, შემდეგ ეპიზოდში კი თავის გუნდს 11-მეტრიანი მოუტანა.

იტალიის ჩემპიონატის შვიდი ტურის შემდეგ, "ნერაძურის" ვეტერანი ფორვარდის ანგარიშზე ექვსი გოლია, ეს კი ლეგენდარული ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს 1997/1998 წლების სეზონის მიღწევის გამეორებაა.

საკულტო ბრაზილიელი შემტევის შემდეგ, "გველებიდან" კალჩოში ჩატარებულ შვიდ მატჩში ასეთი შთამბეჭდავი სტატისტიკა არავის ჰქონია. აქვე დავამატებთ, რომ ჯიჯი სიმონის გუნდის ლიდერმა იმ სეზონში საერთო ჯამში 34 ბურთი გაიტანა.

აქვე დავამატებთ, რომ "ინტერმა" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, თავისი ამჟამინდელი ცხრიანი დაიმატა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ.