ავტორიზაცია

"რეალობა ასეთია, ამას ვერ გავექცევით", - ტუხელმა საულის უთამაშებლობაზე ისაუბრა

"რეალობა ასეთია, ამას ვერ გავექცევით", - ტუხელმა საულის უთამაშებლობაზე ისაუბრა
თარიღი 04 ოქტ 2021, 19:27

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ნახევარმცველ საულ ნიგესთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა, რომელიც იშვიათად იღებს გუნდის მატჩებში მონაწილეობას.

ლონდონურ კლუბში გადასვლის შემდეგ მან პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

"სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრასთან ახლოს იყო. თუმცა, მისი თადარიგში დატოვება გადავწყვიტე, რადგან იმ მეტოქესთან გვიწევდა თამაში, რომელსაც პრესინგი უყვარს", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Goal.com.

"შემეძლო საულისთვის მეთქვა: "კარგია, დაამტკიცე, უკეთესად ადაპტირება შეგიძლია?", თუმცა ეჭვი შემეპარა. ამაზე არ უნდა იდარდოს. შემადგენლობაში რვა ფეხბურთელს ვერ ვანდობდი ადგილს, რეალობა ასეთია. ამას ვერ გავექცევით", - დასძინა ტუხელმა.

26 წლის ესპანელი "ჩელსიში" "ატლეტიკოდან" 2021 წლის 1 სექტემბერს გადავიდა. იგი "არისტოკრატებმა" შემდგომი შესყიდვის უფლებით ინათხოვრეს.