"პარიზში სათამაშოდ მოვედი", - დონარუმამ პსჟ-ში საკუთარი მდგომარეობა შეაფასა
"პარი სენ ჟერმენის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ ფრანგულ კლუბში საკუთარი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"კლუბში სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო, ნაკრებში ადგილის დაკარგვის რისკი? პრობლემა არ არის", - ციტირებს იტალიელი კიპერის სიტყვებს Football Italia.
"პარიზში სათამშო მოვედი. მაგრამ ნორმალურია, რომ ჯერჯერობით ცოტას ვთამაშობ. დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ნაკრებთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ არსებობს", - დასძინა დონარუმამ.
22 წლის მეკარე "პსჟ"-ში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. აქამდე იგი "მილანის" ღირსებას იცავდა.
მიმდინარე სეზონში დონარუმამ საფრანგეთის ჩემპიონატში სამი მატჩი ჩაატარა და სამი გოლის გატანა მოახერხა.
"არა მგონია, პსჟ-ში სკამზე დიდი დრო გაატაროს", - მანჩინიმ დონარუმას მსოფლიოს საუკეთესო მეკარე უწოდა