ზალცბურგმა ფასი დაასახელა — ლივერპულსა და ბაიერნს ახალგაზრდა ფორვარდი სურთ
"ზალცბურგის" თავდამსხმელი, კარიმ ადეიემი შეიძლება ერთ-ერთ ევროპულ ტოპ-კლუბში ვიხილოთ, წერენ ბრიტანულ პრესაში.
19 წლის გერმანელი "ლივერპულისა" და "ბაიერნის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე კლუბი ფორვარდის ტრანსფერის გაჩარხვას ზამთარშივე ეცდება.
თავის მხრივ, "ზალცბურგი" მზად არის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გაუშვას, თუმცა მასში არანაკლებ 20 მილიონ ევროს ითხოვს.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა ახალგაზრდა თავდამსხმელს ავსტრიულ კლუბთან 2024 წელს ეწურება.
ამ სეზონში ადეიემიმ ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა.