MARCA ასახელებს ორ მთავარ მიზეზს, თუ რატომ არ ჩქარობს ბარსელონა კუმანის გაშვებას
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება კლუბში შეიძლება 24 ოქტომბრის შემდეგ მიიღონ, წერს ავტორიტეტული გამოცემა Marca.
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ტოვებს კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ჰოლანდიელ სპეციალისტს გუნდში, ის გახლავთ, რომ უახლოეს პერიოდში შესაფერისი შემცვლელის პოვნა შეუძლებელია.
აგრეთვე, ამ საკითხში თავისი როლი ფინანსურმა შეზღუდვებმაც იქონია და ზოგადად, ამ ოპერაციისთვის საუკეთესო დრო არ არის.
"ბარსელონა" მომდევნო სამ მატჩს შემდეგი გუნდების წინააღმდეგ გამართავს - "ვალენსიასთან" (17 ოქტომბერი), კიევის "დინამოსთან" (20 ოქტომბერი) და "რეალთან" (24 ოქტომბერი).
როგორც აღინიშნება, მადრიდულ გრანდთან გასამართი მატჩის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა კუმანის მუშაობას კიდევ ერთხელ შეაფასებს.