ცნობილია თანხა, რომელსაც კუმანი ბარსელონასგან გათავისუფლების შემთხვევაში მიიღებს

იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" გუნდის მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს 30 ივნისამდე გაათავისუფლებს, მისთვის კომპენსაციის სახით 12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
როგორც აღინიშნება, თუ აღნიშნული პირობა არ შესრულდება, კლუბი 2022/23 წლების სეზონისთვის ახალ მწვრთნელს ვერ დანიშნავს, იტყობინება ჟურნალისტი, ისააკ ფუოტო.
ახალი სამწვრთნელო შტაბისთვის სახელფასო ლიმიტი, ლა ლიგის წესების თანახმად, 3 მილიონი ევროა.
ასე და ამგვარად, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ახალი სამწვრთნელო შტაბის დასანიშნად დაახლოებით 16 მილიონის დახარჯვა მოუწევს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსამ" შეიძლება კუმანი "რეალთან" 24 ოქტომბერს გასამართი მატჩის შემდეგ გაათავისუფლოს, იქამდე ჰოლანდიელი სპეციალისტი კატალონიელთა რიგებში მუშაობას გააგრძელებს.