ლაპორტამ WhatsApp-ის საშუალებით აუხსნა ბარსას დირექტორთა საბჭოს, თუ რატომ ენდობა კუმანს
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ WhatsApp-ის მეშვეობით აცნობა დირექტორთა საბჭოს წევრებს იმის შესახებ, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს მხარს უჭერს.
ხუთშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" (0:3) განადგურების შემდეგ, "კამპ ნოუზე" კატალონიელთა დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. ლაპორტა შედეგებით და იმით, რომ კუმანი სამი ცენტრალური მცველით თამაშს აგრძელებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შემადგენლობის მიღმა ტოვებს, უკმაყოფილო იყო.
პრესამ გამოიტანა დასკვნა, რომ "ატლეტიკოსთან" მატჩი კუმანისთვის "ბარსას" თავკაცის რანგში უკანასკნელი იქნებოდა. ამას ფიქრობდნენ დირექტორთა საბჭოს წევრებიც, რომლებმაც როგორც გადაწყვიტეს, 17 ოქტომბრისთვის, მომდევნო სხდომისთვის, გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლებოდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც მთელი მედია კუმანის გათავისუფლებაზე წერდა, ლაპორტამ პარასკევს მწვრთნელს დაურეკა, რათა გუნდის მდგომარეობაზე, შედეგებსა და თამაშზე დეტალურად დალაპარაკებოდა.
შაბათს დილით, პრეზიდენტმა თავისი პოზიცია დირექტორთა საბჭოს წევრებს WhatsApp-ის მეშვეობით აცნობა. მან ახსნა, რომ "მწვრთნელი ნდობას იმსახურებს", გუნდი სპორტული და მენეჯერული კრიზისის დროს ჩაიბარა.
ლაპორტას ეს ნაბიჯი გამოწვეული იყო იმ სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, რომლის შემთხვევაშიც კლუბის ხელმძღვანელობის წევრები პრეზიდენტის შეცვლილი აზრის შესახებ პრესის საშუალებით შეიტყობდნენ.
ცნობილია თანხა, რომელსაც კუმანი ბარსელონასგან გათავისუფლების შემთხვევაში მიიღებს