რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა? — CIES-მა რეიტინგი შეადგინა
სპორტულ კვლევათა საერთაშორისო ცენტრმა (CIES) ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებიდან ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობების მქონე კლუბების სია შეადგინა.
სამუშაო ორგანიზაციის მიერ შექმნილი სპეციალური ალგორითმის გამოყენებით ჩატარდა. მონაცემები 1 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვითაა, აღნიშნულ რეიტინგში განათხოვრებული ფეხბურთელები არ გაითვალისწინეს.
ასე და ამგვარად, სიის პირველი სამეული პრემიერ ლიგის კლუბებმა დაიკავეს: "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი".
პირველი ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი) - 1.280 მილიარდი ევრო;
2. "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი) - 1.214 მილიარდი ევრო;
3. "ჩელსი" (ინგლისი) - 946 მილიონი ევრო;
4. "ბარსელონა" (ესპანეთი) - 896 მილიონი ევრო;
5. მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია) - 890 მილიონი ევრო;
6. "ლივერპული" (ინგლისი) - 868 მილიონი ევრო;
7. მადრიდის "რეალი" (ესპანეთი) - 846 მილიონი ევრო;
8. "პსჟ" (საფრანგეთი) - 808 მილიონი ევრო;
9. "დორტმუნდი" (გერმანია) - 687 მილიონი ევრო;
10. "ატლეტიკო" (ესპანეთი) - 662 მილიონი ევრო;
11. "იუვენტუსი" (იტალია) - 618 მილიონი ევრო;
12. "ლაიფციგი" (გერმანია) - 590 მილიონი ევრო;
13. "ტოტენჰემი" (ინგლისი) - 586 მილიონი ევრო;
14. "არსენალი" (ინგლისი) - 563 მილიონი ევრო;
15. "ლევერკუზენი" (გერმანია) - 537 მილიონი ევრო;
16. "ლესტერი" (ინგლისი) - 480 მილიონი ევრო;
17. "ინტერი" (იტალია) - 469 მილიონი ევრო;
18. "მილანი (იტალია) - 434 მილიონი ევრო;
19. "სევილია" (ესპანეთი) - 425 მილიონი ევრო;
20. "რომა" (იტალია) - 415 მილიონი ევრო.