ავტორიზაცია

"საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლისთვის მზად ვარ", - მბაპე

"საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლისთვის მზად ვარ", - მბაპე
თარიღი 05 Oct 2021, 10:28

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ისაუბრა იმ სირთულეების შესახებ, რომლის გადატანა მას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოუწია:

"საფრანგეთის ნაკრებში თამაშის გამო ერთი ევროც არ ამიღია. ამას გავაკეთებ უფასოდ, თუმცა გუნდში არც პრობლემების შექმნა მსურდა. დადგა ის დრო, როდესაც თავი პრობლემად რეალურად ვიგრძენი.

იგივეს გრძნობენ სხვებიც. იყო საუბრები, თითქოს "მამლები" გამოვარდნენ ჩემი ეგოს გამო, თითქოს მინდოდა ზედმეტად ბევრი და ჩემს გარეშე ნაკრები უკეთესი იქნებოდა.

თუ ეს სიმართლეა, ეროვნული გუნდიდან წასასვლელად მზად ვარ. მაყენებდნენ შეურაცხყოფას, მეძახდნენ "მაიმუნს", ეს ყველაფერი შვეიცარიასთან გაფუჭებული 11-მეტრიანის შემდეგ.

დიახ, ეს იყო ჩემი შეცდომა, თუმცა მხარდაჭერას ნამდვილად ვიმსახურებდი. არაფერს ვითხოვ, უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე", - განაცხადა ახალგაზრდა ფრანგმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯები" ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნენ შვეიცარიასთან, მერვედფინალურ დაპირისპირების პენალტების სერიაში. "სამფეროვნების" მხრიდან გადამწყვეტი 11-მეტრიანი სწორედ "პსჟ"-ს შემტევმა ვერ გამოიყენა.