ავტორიზაცია

რამდენმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება ჩაკვეტაძეს?

რამდენმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება ჩაკვეტაძეს?
თარიღი 05 Oct 2021, 11:39

როგორც მოგეხსენებათ, იუპილერ ლიგის უკანასკნელ ტურში "გენტის" შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ წითელი ბარათი მიიღო. ქართველი შემთხვევით პეტერ გერკენსს ეუხეშა.

Nieuwsblad-ის თანახმად, ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტი უკვე ფიქრობს "ბუფალოების" ფლეიმეიქერისთვის გამოსატანი განაჩენის შესახებ.

საუბარია ორმატჩიან დისკვალიფიკაციასა და ფულად ჯარიმაზე, ორი ათასი ევროს სახით. იმ შემთხვევაში, თუ განაჩენი რეალურად იქნება ასეთი, "ლურჯების" 10-იანი გამოტოვებს "ეუპენსა" და "გენკთან" მატჩებს.

22-წლის ჰავბეკის დასჯის შემთხვევაში, "გენტი" გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. ბელგიური კლუბის ინიციატივა ემყარება იმ ფაქტს, რომ ჩაკვეს მხრიდან განზრახ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ქართველი შუახაზელის მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. აქვე დავამატებთ, რომ გიორგი ფიგურირებს საქართველოს ეროვნული ნაკრების სიაში, ოქტომბრის მატჩებისთვის.