ფრენკი დე იონგი: "ყველაფერი გადაჭარბებული მგონია, ბარსელონა ფსკერზე არ არის"
„ბარსელონას“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, სეზონის სტარტზე გუნდის წარუმატებლობები შეაფასა.
„ყველაფერი გადაჭარბებულია, ჩვენ ფსკერზე არ ვართ. შედეგები ცუდია და ამას ყველა ხვდება. „ბარსელონას“ დონის გუნდს როცა ასეთი ცუდი შედეგები აქვს, დაძაბულობა იგრძნობა. მე იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა სასოწარკვეთილია.
კარგია, რომ სანაკრებო პაუზა გვაქვს. ამის შემდეგ ყველაფერი შეიძლება დალაგდეს, განსაკუთრებით როცა ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან.
დარწმუნებული ვარ, რომ სეზონი ჯერ დაკარგული არ არის, რადგან „რეალთან“ და „ატლეტიკოსთან“ ჩამორჩენა არც ისე დიდია, წინ სათამაშო კიდევ 30 თამაშია. თუმცა, ჩემპიონთა ლიგა ძალიან ცუდად დავიწყეთ.“ - აღნიშნა ფრენკიმ.
ლა ლიგაში „ბარსა“ ლიდერებს „რეალს“ და „ატლეტიკოს“ 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდმა ორი სასტარტო თამაში ერთნაირი ანგარიშით 0:3 დათმო.