ავტორიზაცია

ბარსელონას თავისი ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოსასყიდ თანხის გაზრდა 500 მილიონ ევრომდე სურს

ბარსელონას თავისი ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოსასყიდ თანხის გაზრდა 500 მილიონ ევრომდე სურს
თარიღი 05 Oct 2021, 22:58

„ბარსელონა“ უახლოეს პერიოდში თავის ახალგაზრდა ნახევარმცველთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

AS-ის ინფორმაციით, 17 წლის გავი „ბარსასთან“ ახალ ხელშეკრულებას დადებს, რომლის მიხედვითაც მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

უახლოეს პერიოდში, კლუბი ფეხბურთელის წარმომადგენელს ივან დე ლა პენიას შეხვდება და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს წამოიწყებს.

„ბარსელონას“ სურს, რომ ახალგაზრდა ესპანელმა მათ კლუბს თავი 2026 წლამდე დაუკავშიროს.

გავი „ბარსას“ აღზრდილია და პირველ გუნდში სათამაშოდ ის რონალდ კუმანმა მიიწვია, რის შემდეგაც ახალგაზრდა ნახევარმცველი ჰოლანდიელი სპეციალისტის ნდობით სარგებლობს.

გავის გარდა, „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან პედრი და ანსუ ფატიც - ორივეს ხელშეკრულება 2022 წელს ეწურება.