ავტორიზაცია

ფულადი ჯარიმა და დისკვალიფიკაცია - ბელგიაში გიორგი ჩაკვეტაძე დასაჯეს

ფულადი ჯარიმა და დისკვალიფიკაცია - ბელგიაში გიორგი ჩაკვეტაძე დასაჯეს
თარიღი 06 Oct 2021, 00:45

ბელგიური იუპილერ ლიგის მე-10 ტურში ანტვერპთან(1-0) მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო გიორგი ჩაკვეტაძეს ვერდიქტი გამოუტანეს.

"სადისციპლინო კომიტეტმა გიორგი ჩაკვეტაძეს განაჩენი გამოუტანა: 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ბელგიის ჩემპიონატში და 2,000 ევრო ფულადი ჯარიმის სახით," - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ოქტომბერში ბელგიის ჩემპიონატში ვეღარ ითამაშებს, ნოემბერში კი გუნდის დახმარება კვლავ შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ გენტის მაისურით 75 მატჩი ითამაშა და ის პირველად გააძევეს. მას გენტში 5 ყვითელი ბარათი აქვს, დინამო თბილისში - 3, ეროვნულ ნაკრებში - არცერთი.