ცნობილია - როდის დაიწყება საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა?

9 ოქტომბერს, საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს ბათუმის ახალ სტადიონზე გულშემატკივართა 33% დაესწრება.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, თუმცა თუ მატჩზე დასწრება გვსურს, ბილეთის გარდა ერთ-ერთი ცნობა ჩამოთვლილთაგან საჭიროა: აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტი, ბოლო 24 საათში გაკეთებული ანტიგენ ტესტი ან ბოლო 6 თვეში კორონავირუსის გადატანით მიღებული ცნობა.
საქართველო - საბერძნეთი მატჩის, ბილეთების გაყიდვა, 6 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.GE-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5, 15 და 25 ლარია.
საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 9 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.