ცვლილება საქართველოს ნაკრებში! სანიოლმა სიას კიდევ ერთი მოთამაშე დაამატა
საქართველოს ეროვნული გუნდის თავდაპირველად გამოცხადებულ განაცხადს ოქტომრბის მატჩებისთვის ერთი ფეხბურთელი დაემატა.
საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ სათამაშოდ ნაკრებთან ერთად დინამო თბილისის ახალგაზრდა მცველი საბა ხვადაგიანი მოემზადება. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდი იუწყება, ეს არაა ტრავმისგან გამოწვეული ცვლილება განაცხადში.
დინამო თბილისის 19 წლის მცველი პირველად ნაკრებში სექტემბერში გამოძახეს და ბულგარეთთან(4-1) წაგებულ მატჩში დებიუტიც ჰქონდა.
საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩს 9 ოქტომბერს, ხოლო კოსოვოსთან 12 ოქტომბერს გამართავს.