"კვარაცხელიას და სლუცკის ურთიერთობაში არეულობაა", - რუსული პრესა ხვიჩაზე წერს
Championat-მა ყაზანის "რუბინის" შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას სიახლე მიუძღვნა. გამოუყენებელი პენალტის შემდეგ, ქართველი ვინგერი კრიტიკის ობიექტი კვლავ გახდა.
"კვარაცხელიამ პენალტის დარტყმის უფლება წაართვა პარტნიორს, თავად მან კი 11-მეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. ქართველი შემტევის შეცდომა რუბინს ძვირად დაუჯდა.
კლუბში არსებული სიტუაცია იმაზე უფრო რთულად არის, ვიდრე გგონიათ. სლუცკიმ თავისი შეგირდი დატოვა სათადარიგოთა სკამზე და ჩვენი ინფორმაციით, მათ ურთიერთობაში არეულობამ დაისადგურა.
ხვიჩა ევროპაში არშემდგარი ტრანსფერის გამო მორალურად განადგურებულია, ზამთრის ფანჯრის გახსნამდე კი დიდი დროა", - წერს რუსული გამოცემა "წითელ-მწვანეების" გარემარბის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 20-წლის ფლანგელმა რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩაატარა რვა შეხვედრა, რომელშიც მოასწრო ერთი გოლის გატანა და ერთი ასისტის გაფორმება.