ავტორიზაცია

დონარუმა: "კეილორ ნავასთან პრობლემა არ მაქვს, პარიზში სათამაშოდ ვარ"

დონარუმა: "კეილორ ნავასთან პრობლემა არ მაქვს, პარიზში სათამაშოდ ვარ"
თარიღი 06 ოქტ 2021, 16:25

"პსჟ"-ს გოლკიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ კეილორ ნავასთან კონკურენციის შესახებ ისაუბრა.

"კეილორთან პრობლემა არ მაქვს. პარიზში სათამაშოდ ვარ და თავიდან სირთულეები ბუნებრივია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შესანიშნავად იქნება".

"იტალიის ნაკრები და "პსჟ" ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გუნდები არიან. ეროვნულ გუნდს მკაფიო სახე აქვს, გვიხარია, თუ როგორ მისდის გუნდს საქმე".

"მზად ვართ მწვრთნელისთვის ვითამაშოთ, ერთმანეთს კარგად ვუგებთ, სიხარულით ვცხადდებით შეკრებებზე. სხვადასხვა სიტუაციაა, არა მგონია, შედარება ღირდეს", - ციტირებს 22 წლის კიპერის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, დონარუმა პარიზულ კლუბს გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.