ორი გუნდი, რომლის სახელი უკმაყოფილო დონარუმას დაუკავშირეს
"პსჟ"-ს გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის დატოვებას არ აპირებს, იტყობინება ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
აქამდე გავრცელებული ჭორების თანახმად, 22 წლის იტალიელმა იანვარში შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს, რადგან უკმაყოფილოა იმით, რომ გუნდის პირველი ნომერი არ არის.
როგორც აღინიშნება, იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარისადმი კონკრეტული ინტერესი უკვე გამოიჩინეს "მანჩესტერ სიტიმ" და "რეალმა".
შეგახსენებთ, დონარუმა "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან "პარი სენ-ჟერმენში" ოთხი შეხვედრის ჩატარება მოასწრო.