ავტორიზაცია

"ბოლო მომენტში ყველაფერი ჩაიშალა", - პრემიერ ლიგის კლუბი, რომელმაც ვან დე ბეკის გადაბირება სცადა

"ბოლო მომენტში ყველაფერი ჩაიშალა", - პრემიერ ლიგის კლუბი, რომელმაც ვან დე ბეკის გადაბირება სცადა
თარიღი 06 Oct 2021, 16:46

"ევერტონის" სპორტულმა დირექტორმა, მარსელ ბრანდსმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკისადმი ინტერესი დაადასტურა.

"გონებაში გვყავდა. როცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, "ემიუს" მივმართეთ, მაგრამ შემდეგ ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი იყო".

"ფანჯრის დახურვის წინ, ფეხბურთელის აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი იჯარით დამატება შეიძლებოდა. მაგრამ ბოლო მომენტში კვლავ ყველაფერი ჩაიშალა".

"ყოველთვის იმაზე ხარ დამოკიდებული, სურს თუ არა სხვა კლუბს თანამშრომლობა. ახლა ოქტომბრის დასაწყისია და ზამთრამდე შეიძლება ტრავმები იყოს, მით უმეტეს "ემიუ" რამდენიმე ფრონტზე თამაშობს. ასე რომ, ახლა რთულია ამ ტრანსფერის იანვარში განხორციელების მცდელობაზე საუბარი".

"რა თქმა უნდა, დონის არ გაუმართლა, რომ რეგულარულად ვერ თამაშობს. ძალიან კარგი ფეხბურთელია, ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს. თამაშუ უნდა, ნაკრებში დაბრუნება სურს. მაგრამ ასეთ კლუბებში ზეწოლა ძალიან სერიოზულია, კონკურენცია კი მაღალი. უქმეებზე თადარიგში რონალდუ, სანჩო, პოგბა დარჩნენ", - Sky Sports.