მბაპე: "თუ საფრანგეთის ნაკრები უჩემოდ ბედნიერი იქნება, მზად ვარ წავიდე"
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მისდამი კრიტიკასა და საფრანგეთის ნაკრებში მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.
"საფრანგეთის ნაკრებში მონაწილეობისთვის ერთი ევროც კი არ ამიღია. ყოველთვის უფასოდ ვითამაშებ ჩემს ნაკრებში. მაგრამ, ამასთანავე, არასოდეს მდომებია პრობლემების შექმნა".
"თუმცა, დადგა დრო, როცა ვიგრძენი, რომ პრობლემად ვიქეცი. და სხვა ადამიანებიც იგივეს გრძნობდნენ. ამბობდნენ, რომ ნაკრებმა ჩემი ეგოს გამო წააგო, მე ზედმეტად ბევრი მინდოდა, შესაბამისად, გუნდს ჩემს გარეშე გამარჯვება შეეძლო".
"ყველაზე მთავარი საფრანგეთის ნაკრებია. თუ საფრანგეთის ნაკრები უჩემოდ ბედნიერი იქნება, მზად ვარ წავიდე".
"საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ნოელ ლე გრეს შევხვდი, ეს განვიხილეთ. ვუთხარი, რომ უკმაყოფილო ვარ, რადგან შეურაცხყოფა მომაყენეს და შვეიცარიასთან გამოუყენებელი პენალტის გამო "მაიმუნი" მიწოდეს. ამან შოკში ჩამაგდო".
"მაგრამ არ უარვყოფ, რომ ეს ჩემი შეცდონაა. მაგრამ შეიძლებოდა მეტი მხარდაჭერის მიღება. რა თქმა უნდა, ეს არ მომითხოვია. კარი იქნებოდა მხარდაჭერის მიღება, მაგრამ ასეთ სიტუაციაში არასოდეს მოვითხოვდი მას".
"მესმის, დამარცხებისთანავე ყველა ძალიან იმედგაცრუებულია. მაგრამ ყურადღების გამახვილებას კონკრეტულად სიტყვა "მაიმუნზე" ვითხოვდი.
"ახლა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. საფრანგეთის ნაკრები ძალიან მიყვარს", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს L’Equipe.