"რეალში წასვლით საფრანგეთის კრიტიკას გავურბოდი? არა, ჩემთვის რეალი არის ოცნება და ვფიქრობდი, რომ წასასვლელად იდეალური დრო იყო", - მბაპე
„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, კილიან მბაპემ, მადრიდის „რეალში“ არშემდგარ ტრანსფერზე ილაპარაკა.
„მადრიდში წასვლა იმიტომ მინდოდა, რომ საფრანგეთში კრიტიკას გავქცეოდი? არა, არა, კრიტიკას ვერ გაექცევი, ამას არანაირი აზრი არ აქვს.
ჩემთვის, მადრიდის „რეალი“ არის ოცნება და მჯეროდა, რომ ალბათ, გასულ ზაფხულს ჩემი წასვლისთვის იდეალური დრო იყო.
მართლა ფიქრობთ, რომ თუ მადრიდში ვიქნები, ნაკლები საუბრები იქნება? ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, ჩემზე ყოველთვის ილაპარაკებენ.
ჩემთვის კისერთან დანა არავის მოუდია, როცა „მონაკო“ დავტოვე და „პსჟ“ ავირჩიე. მონეგასკური გუნდის თანხმობით, მოლაპარაკებები გავმართე და „პარიზზე“ შევაჩერე არჩევანი, რადგან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო." - აღნიშნა კილიანმა.