ავტორიზაცია

მბაპე: "საკუთარ თავს მეც დავუსტვენდი"

მბაპე: "საკუთარ თავს მეც დავუსტვენდი"
თარიღი 05 Oct 2021, 20:43

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, კილიან მბაპემ, გულშემატკივართა მხრიდან მის მიმართ სტვენაზე ისაუბრა.

პარიზული გუნდის ქომაგები მბაპეს საშინაო მატჩების დროს უსტვენენ, იმის გამო რომ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს და როგორც ახლა თავადვე აღიარა, წასვლა სურს.

„ფანების სტვენა ჩემს მიმართ? ჩემთვის ეს გასაგებია - ისინი სტატიებს, ჭორებს, ინფორმაციებს ეცნობიან. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს მეც დავუსტვენდი.

მართალია, რომ „რეალის“ შემოთავაზება აგვისტოს ბოლოს შემოვიდა, მაგრამ მე „პსჟ-ს“ ივლისში ვუთხარი, რომ გუნდის დატოვება მსურს.“ - აღნიშნა კილიანმა.

22 წლის ფრანგმა შემტევმა ბოლო ორ დღეში ორ სხვადასხვა ფრანგულ გამოცემას მისცა ინტერვიუ - თავიდან L'Equipe-ს, შემდეგ კი RMC Sport-ს. ორივეში ის აღიარებს, რომ გასულ ზაფხულს „პსჟ-დან" წასვლა სურდა, თუმცა პარიზელებისგან უარი მიიღო. ის არც იმას მალავს, რომ გადასვლა მადრიდის „რეალში" სურდა.