ავტორიზაცია

ლეონარდო: "რეალი ისე იქცევა, თითქოს მბაპე უკვე მათი ფეხბურთელი იყოს"

ლეონარდო: "რეალი ისე იქცევა, თითქოს მბაპე უკვე მათი ფეხბურთელი იყოს"
თარიღი 05 Oct 2021, 20:37

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს უპატივცემლობაში დასდო ბრალი.

დღეს მიცემულ ინტერვიუში ესპანელმა ფუნქციონერმა აღნიშნა, რომ მბაპეს თაობაზე სიახლეები იანვარში ექნება და იმედოვნებს, რომ 1 იანვარს ფეხბურთელთან ყველაფერი შეთანხმებული იქნება.

რამდენიმე საათში, პერესმა დაამატა, რომ მისი სიტყვები ცუდად გაიგეს და მან მხოლოდ ის იგულისხმა, რომ მხოლოდ იანვრიდან იქნებ აცნობილი მბაპეს მომავალი.

თუმცა, ლეონარდომ მას აღარ დაუჯერა: „ერთი კვირის ინტერვალში მბაპეზე ჯერ „რეალის" ფეხბურთელმა ილაპარაკა, შემდეგ მწვრთნელმა და ახლა უკვე პრეზიდენტმაც. გეუბნებით, ეს არის პატივისცემის ნაკლებობა.

„რეალი“ იქცევა ისე, თითქოს მბაპე უკვე მათი ფეხბურთელი იყოს, ისინი უნდა გაჩერდნენ, ეს „პსჟ-ს“ დიდი უპატივცემლობაა, რადგან კილიანი ჩვენი ფეხბურთელია და კლუბს სურს, რომ ეს ურთიერთობა გახანგრძლივდეს." - აღნიშნა ლეონარდომ.