ავტორიზაცია

"ჩემს სიტყვებს არასწორი ინტერპრეტირება მისცეს", - პერესი მბაპეზე

"ჩემს სიტყვებს არასწორი ინტერპრეტირება მისცეს", - პერესი მბაპეზე
თარიღი 05 Oct 2021, 19:22

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, თუმცა კილიან მბაპეს მომავალი კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება.

ფრანგმა თავდამსხმელმა ბოლო ორ დღეში ორ სხვადასხვა გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც აღიარა, რომ გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალში“ გადასვლა ძალიან სურდა და „პსჟ-ს“ თავისი სურვილის შესახებ გამოუთქვა, თუმცა პარიზელებმა მის გაშვებაზე უარი თქვეს.

დღეს, ესპანურ პრესაში მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის სიტყვებიც გამოქვეყნდა, რომელმაც დასძინა, რომ იანვარში მბაპეს თაობაზე სიახლეები ექნება და იმედი აქვს, რომ ტრანსფერის დახურვა 1 იანვარსვე შეეძლება - საუბარია წინასწარ კონტრაქტზე, რომლის გაფორმებითაც მბაპე „რეალს“ ზაფხულში უფასოდ შეუერთდებოდა.

პერესი: "მბაპეს ტრანსფერი? იმედი გვაქვს, რომ 1 იანვრისთვის ყველაფერი მოგვარდება"

თუმცა, მალევე, ეს სიტყვები თავად პერესმა ჩაასწორა: 

„ჩემს სიტყვებს არასწორი ინტერპრეტირება მისცეს. მე მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ ახალი წლის დადგომამდე უნდა დავიცადოთ, რათა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები კილიან მბაპეს მომავალთან დაკავშირებით. „პსჟ-ს“ მიმართ უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია და მათ ზურგს უკან მოქმედებას არ ვაპირებთ.“ - ციტირებს პერესის სიტყვებს RMC Sport.