ავტორიზაცია

"შეთანხმებისგან შორს ვართ, უკვე ორი თვეა, რაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არც კი ვსაუბრობთ", - მბაპე

"შეთანხმებისგან შორს ვართ, უკვე ორი თვეა, რაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არც კი ვსაუბრობთ", - მბაპე
თარიღი 05 Oct 2021, 15:03

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ფრანგმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ ის "პსჟ"-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებისგან შორს არის:

"დავრჩი პარი სენ-ჟერმენში და ბედნიერიც ვარ, თუმცა ჩვენ ახალი შეთანხმებისგან შორს ვართ. უკვე ორი თვეა, რაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არც კი ვსაუბრობთ.

რაც შეეხება ჩემს გარშემო არსებულ მდგომარეობას, კლუბში იციან, რომ გასულ ზაფხულს წასვლა მინდოდა. იმის შემდეგ, ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირე".

შეგახსენებთ, რომ პარიზელთა შემტევის ამჟამინდელი კონტრაქტი გათვლილია 2022 წლამდე და იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება, ფეხბურთელი კლუბს უფასოდ დატოვებს.

"ლურჯ-წითლების" შვიდიანის სახელს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს". "სამეფო კლუბი" 22-წლის ბომბარდირის ტრანსფერზე პრაქტიკულად მთელი ზაფხულის მანძილზე მუშაობდა.