"დიახ, ნეიმარს მათხოვარი მართლაც ვუწოდე", - მბაპე
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ გაიხსენა "მონპელიესთან" შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი, როდესაც სათადარიგოთა სკამზე ის კამერებმა დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, უკმაყოფილო ფრანგმა ფორვარდმა თავის თანაგუნდელს, ნეიმარ ჟუნიორს უწოდა "მათხოვარი" იმის გამო, რომ ბრაზილიელმა შემტევმა მას პასი არ მისცა.
"დიახ, ნეიმარს მათხოვარი ვუწოდე, იმის გამო, რომ მან პასი არ მომცა. გაბრაზებული ვიყავი და გამოვხატე ემოცია - ფეხბურთში ეს ბუნებრივი მოვლენაა. ორივე ჩვენთაგანს პარი სენ-ჟერმენისთვის ხომ მხოლოდ კარგი უნდა.
აქედან გამომდინარე, თამაშის ხარისხიც მაღალ დონეზე უნდა იყოს. მასთან უკვე ვისაუბრე, პრობლემები არ გვაქვს", - განაცხადა პარიზელთა ახალგაზრდა გოლეადორმა.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-წითლების" შვიდიანმა ისიც აღნიშნა, რომ თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებისგან ის შორს არის. 22-წლის ბომბარდირი კვლავ მადრიდის "რეალში" გადასვლისკენ იხრება.
პერესი: "მბაპეს ტრანსფერი? იმედი გვაქვს, რომ 1 იანვრისთვის ყველაფერი მოგვარდება"