პერესი: "მბაპეს ტრანსფერი? იმედი გვაქვს, რომ 1 იანვრისთვის ყველაფერი მოგვარდება"
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ფრანგმა დაადასტურა, რომ "პსჟ"-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებისგან ის შორს არის.
"მბაპეს ტრანსფერი? იმედი გვაქვს, რომ 1 იანვრისთვის ყველაფერი მოგვარდება", - განაცხადა ესპანელმა ბიზნესმენმა, რომელიც პარიზელთა ფორვარდის ყიდვას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა.
როგორც ვიცით, "სამეფო კლუბმა" "ლურჯ-წითლებს" ოფიციალური წინადადებით მიმართა ორჯერ, თუმცა ორივე შემთხვევაში ფრანგულმა მხარემ ტრანსფერი დაბლოკა.
თავად "პარი სენ-ჟერმენის" შვიდიანმა აღნიშნა, რომ მას სურდა სწორედ "ბლანკოსში" გადასვლა, თუმცა რა იქნება მომავალში, თავად ფეხბურთელმა უკვე არ იცის.
"რეალის" პრეზიდენტისა და 22-წლის შემტევების კომენტარებზე "პსჟ"-ს მხრიდან გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა. ევროპული პრესა ნასერ ალ ხელაიფის პასუხის მოლოდინშია.