"გუშინდელი სიმართლე შეიძლება დღეს აქტუალური აღარ იყოს", - არის თუ არა შანსი, რომ მბაპე პსჟ-სთან გაახანგრძლივებს?!
„პსჟ-ს“ ფრანგმა თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა.
„გასულ ზაფხულს გუნდის დატოვება მინდოდა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. არ მომწონს, როცა ამბობენ, თითქოს გუნდიდან გაშვება აგვისტოს ბოლოს ვითხოვე - ამით ცდილობენ, ქურდად გამომაჩინონ. რეალურად, მე ევრო 2020-ს დაწყების წინ ვუთხარი „პსჟ-ს“, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ მინდა, ტურნირის დასრულების შემდეგ კი ისიც დავამატე, რომ წასვლას ახლავე ვისურვებდი.
თუმცა, კლუბთან, რომელშიც ოთხი ბედნიერი წელი გავატარე და დღემდე კარგად ვარ, არ ვაპირებდი ურთიერთობის გაფუჭებას და ისიც ვუთხარი, რომ თუ ისინი ჩემ გაყიდვაზე უარს იტყოდნენ, მზად ვარ დავრჩე.
რა უნდა გააკეთოს „პსჟ-მ“ კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის? ამისგან ძალიან შორს ვართ, რადგან ჩემი გადაწყვეტილება მტკიცე და საბოლოო იყო, ორი თვეა მოლაპარაკებებსაც კი არ ჰქონია ადგილი.
იქონიებს თუ არა ჩემ გადაწყვეტილებაზე გავლენას ლეო მესის გადმოსვლა? არა, იმპულსურ ნაბიჯებს არ ვდგამ, ჩემი გადაწყვეტილება კარგად ნაფიქრი და მტკიცეა.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩემი წასვლა გარდაუვალია? ფეხბურთში საკმარისად დიდი ხანია ვარ და ვიცი, რომ ამ გუშინდელი სიმართლე შეიძლება დღეს აქტუალური აღარ იყოს. ვინმეს რომ ეთქვა, რომ „პსჟ-ში“ ლეო მესი გადმოვიდოდა, არ დავიჯერებდი, მაგრამ რეალობა ახლა სხვანაირია. ამიტომ, ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა ახლა ჩემი მომავალი ჩემთვის პრიორიტეტული არ არის.“ - აღნიშნა კილიანმა.
1 იანვრიდან მბაპეს ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების წარმოება დამოუკიდებლად შეეძლება, რადგან 2022 წლის 30 ივნისს „პსჟ-სთან“ კონტრაქტი ეწურება.