"გული მეწვის, როცა ამას ვამბობ", - ფერდინანდმა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "მანჩესტერ სიტისთან" (2:2) გამართული მატჩის შემდეგ "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის თამაში შეაფასა.
"ეშმაკუნების" ექს-ფეხბურთელმა მერსისაიდელთა ეგვიპტელი სუპერვარსკვლავის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.
"ამჟამად პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. გული მეწვის, როცა "ლივერპულის" ფეხბურთელზე ამას ვამბობ", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Liverpool Echo.
"მისი გოლი FIFA-ში გატანილ ბურთს ჰგავდა - ეს ცრუ მოძრაობა FIFA-ში ბევრჯერ გამიკეთებია. სათამაშო უნარები სპორტული მოედნიდან".
"სალაჰი იტანს გოლებს, რომლებიც "ლივერპულს" პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ეხმარება", - დასძინა ფერდინანდმა.