ავტორიზაცია

"ბაიერნის ინტერესი ჩემთვის დიდი პატივია", - რუდიგერი ჩელსიში საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"ბაიერნის ინტერესი ჩემთვის დიდი პატივია", - რუდიგერი ჩელსიში საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 06 ოქტ 2021, 19:31

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაზე გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა.

"ჩემი მომავალი? "ჩელსიში" თავს კარგად ვგრძნობ, სადაც ახლა ვიმყოფები, ასე რომ კმაყოფილი ვარ", - ციტირებს გერმანელის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"ბაიერნის" ინტერესი ჩემთვის პატივია, რადგან ეს ამტკიცებს იმას, რომ ბოლო პერიოდში რაღაც სწორად გავაკეთე", - დასძინა რუდიგერმა.

ცნობისთვის, 28 წლის უკანახაზელს "არისტოკრატებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდა "ბაიერნისა", რუდიგერის ხელში ჩაგდებით მადრიდის "რეალიცაა" დაინტერესებული.

ფოტო, რომელიც ზუსტად ასახავს კიეზას ზემოქმედებას მეტოქეებზე - იტალიელმა რუდიგერს სისხლი გაუშრო