ლა ლიგის პრეზიდენტი: "ბარსელონას აგუერო და დეპაი რომ არ დაემატებინა, მესის შეინარჩუნებდა"
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ "ბარსელონას" ზაფხულში თავდამსხმელ ლიონელ მესის შენარჩუნების შესაძლებლობა ჰქონდა, რომელიც საბოლოოდ "პსჟ"-ში გადავიდა.
"ჟოან ლაპორტასთან სახლში ვისადილეთ და CVC-სთან თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა", - ციტირებს ხელმძღვანელის სიტყვებს ESPN.
"არ ვიცი, ეს მათ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაში დაეხმარებოდა თუ არა, მაგრამ შემდეგ ლაპორტამ დამირეკა: "შეგვიძლია გარიგების გაფორმება დავაჩქაროთ? ბიჭი (მესი) უკვე ნერვიულობს".
"ვუპასუხე: "როგორც კი ამ გარიგების შესახებ გახდება ცნობილი, ფლორენტინო პერესი ყველაფრის ჩაშლას ეცდება". ლაპორტამ მიპასუხა: "არა, არა, ხასიათის მქონე ადამიანი ვარ". ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ამ ყველაფრის უკან სწორედ ფლორენტინო დგას".
"შეთანხმებულები ვიყავით, რომ თუ "ბარსა" CVC-თან თანამშრომლობას დათანხმდებოდა, თანხის 15 პროცენტის ფეხბურთელების შეძენაში დახარჯვა შესაძლებელი იქნებოდა. და, ჩემი აზრით, მესისთან კონტრაქტს გააფორმებდნენ".
"ლაპორტამ დაიმატა დეპაი, აგუერო... ეს ფეხბურთელები რომ არ შეეძინა, მესი დარჩებოდა", - დასძინა ტებასმა.
ლაპორტამ კუმანს ჰოლანდიურ მედიასთან საუბარი აუკრძალა და გადაცემა ჩაშალა