ავტორიზაცია

"მზად ვარ ვირბინო, სანამ მესი დადის", - მბაპე თანახმაა პსჟ-ს დაცვაში ხშირად დაეხმაროს

"მზად ვარ ვირბინო, სანამ მესი დადის", - მბაპე თანახმაა პსჟ-ს დაცვაში ხშირად დაეხმაროს
თარიღი 06 Oct 2021, 19:52

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ იმის შესახებ ისაუბრა, რომ მზად არის გუნდზე ითამაშოს და ლიონელ მესის გამო დაცვაში ხშირად დაბრუნდეს.

"რა თქმა უნდა. თუ თქვენს გუნდში მესია, გესმის, მან შედარებით ნაკლები უნდა გააკეთოს, რათა გოლების გასატანას მეტი ძალა დაუთმოს".

"სირბილზე თანახმა ვარ, სანამ მესი დარბის. პრობლემა არ არის! ეს ხომ მესია", - ციტირებს 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სიტყვებს L'Equipe.

შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზელთა რიგებში გასულ ზაფხულს "ბარსელონასთან" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ უფასოდ გადავიდა.

რაც შეეხება თავად მბაპეს, აქამდე მან დაადასტურა, რომ ზაფხულში "რეალში" გადასვლა უნდოდა და მადრიდულ კლუბში თამაში ახლაც სურს.