"უპატივცემულობა გრძელდება, ამის მოთმენა შეუძლებელია", - ლეონარდო მბაპესა და რეალზე
"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა თავდამსხმელ კილიან მბაპეს "რეალში" შესაძლო გადასვლაზე გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.
აქამდე, მადრიდული გრანდის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა იმედი გამოთქვა, რომ 1 იანვრისთვის 22 წლის ფრანგის ტრანსფერის საკითხი საბოლოოდ მოგვარდება.
"დროა ეს დასრულდეს. კლუბისადმი და კილიანისადმი უპატივცემულობის გამოხატვის გაგრძელებაა. ასეთი უპატივცემულობის მოთმენა შეუძლებელია".
"მბაპე "პსჟ"-ს ფეხბურთელია. კლუბს ესმის, რომ ეს ურთიერთობა გრძელდება", - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს L'Equipe.
ამ კვირაში ჩაწერილ ინტერვიუში მბაპემ აღიარა, რომ "რეალში" გადასვლა უნდოდა, მაგრამ როგორც აღინიშნა, არ იცის, თუ როგორ განვითარდება მისი მომავალი.