პსჟ-ში მბაპეს მიერ რეალზე გაკეთებული განცხადებებით უკმაყოფილონი არიან — AS
"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა ამ კვირაში თავდამსხმელ კილიან მბაპეს მიერ გაკეთებული განცხადებებით უკმაყოფილო დარჩა.
მაგალითად, ფრანგმა აღიარა, რომ გასულ ზაფხულს "რეალში" გადასვლა უნდოდა და როგორც თქვა, ამჟამად პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, 22 წლის ფორვარდი პრესის წარმომადგენლებს კლუბისგან ნებართვის მიღების გარეშე შეხვდა.
შეგახსენებთ, მბაპეს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. იანვარში მას უფლება ექნება ახალ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" ახალგაზრდა შემტევს 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა "პარი სენ ჟერმენი" მისი შენარჩუნების იმედს არ კარგავს.