ავტორიზაცია

"მილანის მიმართ უმადურად მოიქცა", - კაპელომ დონარუმას გადაწყვეტილება შეაფასა

"მილანის მიმართ უმადურად მოიქცა", - კაპელომ დონარუმას გადაწყვეტილება შეაფასა
თარიღი 06 Oct 2021, 21:02

"მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დახვდებიან "სან სიროზე" გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას იტალიასა და ესპანეთს შორის ერთა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩში.

"ჯანლუიჯიმ ითხოვა, რომ არ უსტვინონ? იმედი მაქვს, მისი თხოვნა დაკმაყოფილდება, რადგან ამ ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა".

"თუმცა, უნდა აღვნიშნო - "პსჟ"-ში გადასვლით "მილანის" მიმართ უმადურად მოიქცა".

"იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც კლუბმა მისთვის, მისი ოჯახისთვის გააკეთა, სხვანაირად უნდა მოქცეულიყო", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს ადგილობრივი მედია.

შეგახსენებთ, 22 წლის გოლკიპერი "პარი სენ ჟერმენში" გასულ ზაფხულს "როსონერისთან" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გადავიდა.