ავტორიზაცია

"რას ფიქრობს კილიანი მესის ტრანსფერზე?", - მბაპეს დედამ ლეოს პსჟ-ში გადასვლაზე ილაპარაკა

"რას ფიქრობს კილიანი მესის ტრანსფერზე?", - მბაპეს დედამ ლეოს პსჟ-ში გადასვლაზე ილაპარაკა
თარიღი 06 ოქტ 2021, 23:26

კილიან მბაპეს დედამ, ფაიზა ლამარიმ, „პსჟ-ში“ ლეო მესის გადასვლაზე შვილის რეაქციაზე ილაპაარკა.

„რას ფიქრობს კილიანი მესის გადმოსვლაზე? ის ძალიან ბედნიერია! წინა კვირაში, მაისურიც სთხოვა.

კილიანი მომავალში თავის შვილებს მოუყვება, რომ თავისი კუმირის, კრისტიანუს წინააღმდეგ და ნეიმართან და ლეო მესისთან ერთად თამაშობდა - ისინი მისი ბაშვობის კერპები იყვნენ.

მას შემდეგ, რაც „პსჟ-მ“ მისი დატოვება გადაწყვიტა, მან მითხრა: „დედა, ნახე, ვისთან ერთად ვითამაშებ. თუ მოგება გინდა, სჯობს რომ ეს წელი ამ გუნდში გაატარო.“ - ციტირებს ლამარის სიტყვებს Le Parisien.

ასევე, ფეხბურთელის დედამ აღიარა, რომ გასულ ზაფხულს მბაპეს „პსჟ-დან“ მადრიდის „რეალში“ სურდა გადასვლა, თუმცა ტრანსფერი პარიზულმა კლუბმა დაბლოკა.