ავტორიზაცია

"რეალსა და პსჟ-ს შორის არჩევა მისთვის მშობლებს შორის არჩევის ტოლფასი იყო", - მბაპეს დედის ვრცელი ინტერვიუ შვილის მომავალთან დაკავშირებით

"რეალსა და პსჟ-ს შორის არჩევა მისთვის მშობლებს შორის არჩევის ტოლფასი იყო", -  მბაპეს დედის ვრცელი ინტერვიუ შვილის მომავალთან დაკავშირებით
თარიღი 06 Oct 2021, 22:45

„პარი სენ-ჟერმენის“ და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავის, კილიან მბაპეს დედამ, ფაიზა ლამარიმ, ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

„ოთხი წლის წინ „რეალ მადრიდი“ უფრო საინტერესო პროექტი იყო, ვიდრე „პსჟ’, მაგრამ ჩვენ მაინც პარიზულ კლუბზე შევაჩერეთ არჩევანი. გასულ ზაფხულს კი, კილიანმა „რეალი“ აირჩია, რადგან ოცნების ასრულება და ახალი ისტორიის დაწყება სურდა. მას უნდა, რომ სპორტული პროექტის მთავარი სახე იყოს და მუდმივი გამოწვევები სჭირდება.

ვხვდები, რომ გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან, მაგრამ კილიანის ოცნება არამხოლოდ „პსჟ“, არამედ მადრიდის „რეალიც“ იყო. 

„პსჟ-დან“ უფასოდ წასვლა არ გვინდოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, გასულ ზაფხულს წავსულიყავით, რათა კლუბს ტრანსფერში ფული მიეღო. ახლა კი, ვერავინ დაგვემდურება, თუ გუნდს უფასოდ დავტოვებთ.

თუ „რეალი“ ჩემს შვილს და კიდევ 3-4 ფეხბურთელს დაიმატებს, ეს გუნდი ძალიან შეიცვლება.

წასვლის სურვილი არ ნიშნავს, რომ ის „პსჟ-ს“ ვერ იტანს. კილიანისთვის „პსჟ-სა“ და „მადრიდს“ შორის არჩევანი მშობლებს შორის არჩევნის გაკეთების ტოლფასი იყო.

კილიანის მამას სურდა, რომ მას „პსჟ-სთან“ გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი, მე და იურისტს კი გვინდოდა, რომ ის წასულიყო. მაგრამ, ვერცერთი ჩვენგანი ვერაფერს წყვეტს. თუ კილიანს რაიმე მოუნდა, რაც არ უნდა მოხდეს, ის თავისას გაიტანს.

აგვისტოს შუა რიცხვებში, ჩვენ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ორჯერ განვაცხადეთ უარი. გასულ ზაფხულს გუნდიდან წასვლა გვსურდა.

მე და კილიანის მამა - მხოლოდ მრჩევლები ვართ და არა ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. საბოლოო სიტყვა მხოლოდ მას ეთქმის. როცა მას „რეალში“ ჰქონდა წასვლა გადაწყვეტილი, საკუთარი არგუმენტებიც ჰქონდა და ვერაფრით გადავაფიქრებინეთ.“