ავტორიზაცია

შეუმჩნეველი არავის დარჩენია: გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი გაიზარდა!

შეუმჩნეველი არავის დარჩენია: გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი გაიზარდა!
თარიღი 07 Oct 2021, 00:44

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა.

საფეხბურთო სტატისტიკურმა გამოცემა Transfermarkt-მა ბელგიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა და 1.2 მილიონი ევროდან გიორგი მიქაუტაძის ფასი 1.8 მილიონი ევრო გახდა.

უცვლელი დარჩა გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება, რომელიც 2.7 მილიონ ევროს შეადგენდა და ასევე ლევან შენგელიას 2-მილიონიანი ფასიც უცვლელია.

გიორგი მიქაუტაძე წინა სეზონის შემდეგაც შესანიშნავ ფორმაშია. სერენის მაისურით 20 წლის შემტევმა 5-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.