არასრულ 1 დღეში: საქართველო - საბერძნეთის მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდა
საქართველო - საბერძნეთის 9 ოქტომბრის მატჩზე ყველა ბილეთი ონლაინ სისტემით არასრულ ერთ დღეში გაიყიდა.
რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, გულშემატკივართა 33%-ის დასწრების შესახებ. ბილეთების რეალიზაცია 6 ოქტომბრის დილით, 12:00 საათიდან ონლაინ სისტემით დაიწყო. ბილეთების უმეტესობა 5 საათში გაიყიდა.
ბათუმში, საქართველოს ნაკრების მატჩს ხალხი პირველად დაესწრება. 6600 კაცი შეძლებს 9 ოქტომბერს სტადიონიდან დაუჭიროს საქართველოს მხარი.
საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 9 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.