ავტორიზაცია

მოსალოდნელი შედეგი: რამდენი ბილეთია დარჩენილი გაყიდვის დაწყებიდან 5 საათში?

მოსალოდნელი შედეგი: რამდენი ბილეთია დარჩენილი გაყიდვის დაწყებიდან 5 საათში?
თარიღი 06 Oct 2021, 17:29

9 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

გუშინ, გადაწყვეტილი იქნა, რომ აღნიშნულ მატჩს ბათუმის სტადიონზე გულშემატკივართა 33% დაესწრება, რა თქმა უნდა, გარკვეული რეგულაციების დაცვით.

ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო, ბილეთები სწრაფ ტემპში იყიდება.

გაყიდვის დაწყებიდან 5 საათის თავზე, მხოლოდ 300-მდე ბილეთია დარჩენილი და სავარაუდოდ, ისინიც უახლოეს საათებში გაიყიდება.

შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად ხდება, როცა სანაკრებო მატჩს ბათუმი გულშემატკივრის წინ უმასპინძლებს.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ჯერ თამაში არ მოუგია და ბოლო ადგილს იკავებს.