ავტორიზაცია

VIDEO: კვარა, ჩაკვე, ოქრი - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკირიბა!

თარიღი 05 Oct 2021, 23:46

საქართველოს ნაკრები თბილისში, ზესტაფონის ბაზაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ოქტომბრის მატჩებისთვის ემზადება.

თბილისის ზღვის ბაზაზე 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დავით ხოჭოლავას, გიორგი მიქაუტაძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მიეცათ და საწვრთნელ პროცესში 6 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

საქართველოს ნაკრები ოქტომბერში 2 მატჩს გამართავს. 9 ოქტომბერს ბათუმში, საბერძნეთის წინააღმდეგ, ხოლო 12 ოქტომბერს კოსოვოსთან სტუმრად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩში გულშემატკივართა 33%-ს შეეძლება მატჩზე დასწრება.