დიდი დანაკლისი საქართველოსთან მატჩამდე - ბერძნების ლიდერმა მძიმე ტრავმა მიიღო
საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე საბერძნეთს გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი წევრი კარლოს ზეკა გამოაკლდა.
დანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ბერძენთა ნახევარმცველმა და კოპენჰაგენის კაპიტანმა მძიმე ტრავმა მიიღო. 32 წლის შუახაზელმა მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ოპერაციის ჩატარება მოუხდა, რაც ხანგრძლივ სარებილიტაციო კურსს გულისხმობს.
კარლოს ზეკა პორტუგალიელი ფეხბურთელია, თუმცა მან ბოლო წლებში საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო და ბერძნების მაისურით 33 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.
საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ შეხვედრას გულშემატკივართა 33% დაესწრება.