ოფიციალურად: საქართველო - საბერძნეთის მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან!

9 ოქტომბერს, საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს ბათუმის ახალ სტადიონზე გულშემატკივართა 33% დაესწრება.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, თუმცა თუ მატჩზე დასწრება გვსურს, ბილეთის გარდა ერთ-ერთი ცნობა ჩამოთვლილთაგან საჭიროა: აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტი, ბოლო 24 საათში გაკეთებული ანტიგენ ტესტი ან ბოლო 6 თვეში კორონავირუსის გადატანით მიღებული ცნობა.
სექტემბერში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში უმაყურებლოდ ითამაშა, ხოლო ახლა პირველი შემთხვევა იქნება მარტის შემდეგ, როცა გულშემატკივარიც დაესწრება შეხვედრას.
საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 9 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.