VIDEO: კვარაც ადგილზეა! საქართველოს ნაკრებმა შეკრება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიში დაიწყო.
4 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდმა 17 ფეხბურთელით ითამაშა. ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები (გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა და გიორგი აბურჯანია) 5 ოქტომბრიდან შეუერთდებიან.
გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშს თბილისში განაგრძობს და ბათუმში 7 ოქტომბერს გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრებისა და საბერძნეთის მატჩი ბათუმში 9 ოქტომბერს გაიმართება.