ავტორიზაცია

"გული დამწყდა, რომ მესი და რონალდუ ერთ გუნდში ვერ ვიხილეთ", - მიულერი

"გული დამწყდა, რომ მესი და რონალდუ ერთ გუნდში ვერ ვიხილეთ", - მიულერი
თარიღი 07 ოქტ 2021, 14:41

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა განაცხადა, რომ ლეგენდარული ფორვარდების, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ერთ გუნდში ხილვა გაუხარდებოდა.

"ძალიან ვისურვებდი იმის ხილვას, თუ როგორ თამაშობს კრიშტიანუ რონალდუ "პსჟ"-ში მესისთან ერთად", - ციტირებს გერმანელი ფეხბურთელის სიტყვებს Twitter Bayern & Germany.

მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ბარსელონადან" "პარი სენ ჟერმენში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, 36 წლის პორტუგალიელი კი "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა.

რაც შეეხება მბაპეს, 22 წლის ფრანგმა შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს, რის შესახებაც პრესაში საკმაოდ აქტიურად იწერება. კილიანის ტრანსფერი 2022 წლის ზაფხულში არის მოსალოდნელი.