ავტორიზაცია

ზულე ზაფხულში შესაძლოა უფასოდ პრემიერ ლიგაში გადავიდეს და მაღალ ხელფასს ითხოვს

ზულე ზაფხულში შესაძლოა უფასოდ პრემიერ ლიგაში გადავიდეს და მაღალ ხელფასს ითხოვს
თარიღი 07 ოქტ 2021, 17:42

"ბაიერნის" მცველმა, ნიკლას ზულემ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა მიუნხენური გრანდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

გერმანიის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან, "რეკორდმაისტერთან" ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებები კი ნელა მიმდინარეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Sport1.de-ს ცნობილი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.

როგორც აღინიშნება, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ზულეს შენარჩუნებითაა დაინტერესებული, მაგრამ კლუბის ზოგიერთ ხელმძღვანელს ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს.

თავად ფეხბურთელს წლიური ანაზღაურების სახით 10 მილიონ ევროზე მეტის გამომუშავება სურს.

ცნობისთვის, მაისში ზულესადმი ლონდონის "ჩელსის" ინტერესის შესახებ დაიწერა.