ავტორიზაცია

ვლაჰოვიჩის შეძენა 4 ევროპულს გრანდს სურს — ფიორენტინამ ფასი უკვე დაასახელა

ვლაჰოვიჩის შეძენა 4 ევროპულს გრანდს სურს — ფიორენტინამ ფასი უკვე დაასახელა
თარიღი 07 Oct 2021, 17:48

ევროპის წამყვანი კლუბები "ფიორენტინას" ახალგაზრდა თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩით ინტერესდებიან.

"იების" ხელმძღვანელობა 21 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს მოითხოვს, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.

ასე და ამგვარად, სერბისთვის ფავორიტად მიჩნეული "მანჩესტერ სიტი", "ტოტენჰემი", "ინტერი" და "იუვენტუსი" იბრძოლებენ.

აქამდე გავრცელებული ცნობით, თავად ფეხბურთელი "იუვეში" გადასვლითაა დაინტერესებული. ტურინელები კი მზად არიან ფლორენციელებს იმ სატრანსფერო სქემას სთავაზობენ, რომლითაც ფედერიკო კიეზა დაიმატეს: 2-წლიანი იჯარა, 60 მილიონად შემდგომი შესყიდვის უფლებით.

მოქმედი კონტრაქტის ვადა ვლაჰოვიჩს "ფიორენტინასთან" 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა.